ცდები თამბაქოზე
ცდებისთვის ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ იაფფასიანი ფიტრიანი სიგარეტი, რომელსაც უფრო ხშირად ყიდულობენ (მარკეტის გამყიდველის გადმოცემით) მომხმარებლები ხელმისაწვდომობის გამო.
ახლა მინდა კომენტარები გავუკეთო ცდებს თამბაქოს შესახებ.
1. მოხალისე მწეველმა პირში დაგროვილი თამბაქოს კვამლი ჩაბერა შარის ბურთში. შემდეგ ბურთის პირთან მივიტანეთ ფილტრის ქაღალდი და მჭიდროდ დავამაგრეთ თითებით, რათა ამოსული კვამლი გვერდებიდან არ გაპარულიყო. ფილტრის ქაღალდზე დარჩა მუქი ყავისფერი ლაქები. ეს იყო ერთი "ნაფაზის" კვალი!ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა ხდება ფილტვის ბუშტუკებში-ალვეოლებში კვამლის ყოველი ჩასუნთქვის დროს და საღამოს, როდესაც დღის განმავლობაში ზოგიერთი ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა.
2. ჩვენ წყლიანი ბოთლის ხუფში დავამაგრეთ ფილტრის ქაღალდი და სიგარეტი. სიგარეტი ავანთეთ. შემდეგ, გაცხელებული ლურსმნით რამდენიმეგან გავჩვრიტეთ ბოთლი ფსკერთან ახლოს. წყალმა იწყო გამოდენა, ხოლო სიგარეტმა აქტიური წვა. წყლის ადგილის დაკავება დაიწყო სიგარეტის გავლით შესულმა ჰაერმა.შედეგი აღმოჩნდა ძალიან შთამბეჭდავი. ხუფში დამაგრებული ფილტრის დალაქული სურათი არის წარმოდგენილი ფოტოებზე.

ცდები ოსმოსზე.
ოსმოსი –
მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივგამტარი მემბრანით სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის მოძრაობაში.
ნაწილობრივგამტარი მემბრანა- მემბრანა, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს
და არ ატარებს მასში გახსნილი
ნივთიერების მოლეკულებს.
ოსმოსის
დროს
სითხე
ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან
მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება
მანამ,
სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება.
ერთი
და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები
ეწოდება.
1. მოხარშული და უმი კარტოფილისაგან გავაკეთეთ „ჭიქები“. თითოეულში ჩავყარეთ თითო სუფრის კოვზი სუფრის მარილი (ნატრიუმის ქლორიდი). „ჭიქები“ ჩავდგით წყალში. ვაკვირდებოდით ყოველ 10 წუთში. ერთი საათის შემდეგ უმი კარტოფილის „ჭიქაში“ მარილი დადნა ოსმოსით შეწოვილი წყლით, ხოლო მოხარშულში - მარილი უცვლელ ფორმაში დარჩა.
2. ქიმიურ ჭიქაში მოვამზადეთ სახამებლის ბუბკო. მასში ჩავდეთ პოლიეთილენის პარკში გამოკრული იოდით შეფერილი წყალი. პარკის ჩადებისთანავე, მის ირგვლივ ინტენსიურად დაიწყო თეთრი ბუბკოს მუქად გალურჯება.
Комментариев нет:
Отправить комментарий